სასწავლო პროექტი-ქართველი რომანტიკოსები





  სასწავლო პროექტი ქართულ ენასა და ლიტერატურაში

1. პროექტის სახელწოდება:  ქართველი რომანტიკოსები
2. პროექტის მთავარი იდე (თემა):წინადადებით:მოსწავლეებმა შეიძინონ დამატებითი ცოდნა მე-19 საუკუნის ლიტერატურასა და ისტორიასთან დაკავშირებით
3. პროექტის აქტუალობა: მე-11 კლასის მოსწავლეები კარგად უნდა იცნობდნენ ქართული ლიტერატურისა და ისტორიის  სხვადასხვა პერიოდს.მათ არა მხოლოდ წარმოდგენა უნდა ჰქონდეთ მე-19 საუკუნის ლიტერატურასა და რომანტიზმზე,არამედ,მათთვის თვალსაჩინო და საინტერესო უნდა იყოს უნდა იყოს  ამ პერიოდის კულტურული ცხოვრების გაცნობა და დაკავშირება  თანამედროვეობასთან. 

4. პროექტის მიზნები      მოსწავლეები   გაიფართოვებენ ცოდნას მე-19 საუკუნის ისტორიულ-ლიტერატურული პერიოდის მიმართ და აიმაღლებენ სასწავლო მოტივაციას,
     განივითარებენ კვლევით და შემოქმედებით უნარებს,
   უკეთ გაეცნობიან მე-19 საუკუნის ლიტერატურასა და მისი წარმომადგენლებს ,
  ჩამოუყალიბდებათ  ღირებულებითი დამოკიდებულება მე-19 სუკუნის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის მიმართ,
დააკავშირებენ დღევანდელობასთან ისტორიულ-ლიტერატურული პერიოდს და მოძებნიოან საერთო და განმასხვავებელ ნიშნებს
5. მონაწილეთა ასაკი:  მე-11 კლასი

6. ვადები/ხანგრძლივობა: 1 თვე

7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:პრეზენტაცია,კედლის გაზეთი,ესე,ალბომი.

8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:წიგნები,ინტერნეტი,სამუზეუმო მასალები,ფლიფჩარტი,თაბახის ფურცლები,საწერი მასალა, სურათები,
9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):ამ დროის განმავლობაში დაიგეგმება და  მოეწყობა ოთხი სამუშაო შეხვედრა და პროექტში ჩართვისა და დახმარების თხოვნით მივმართავთ ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებლებს.
სამუშაო შეხვედრების  განმავლობაში კლასს დავყოფ სამ ჯგუფად.თითოეულ ჯგუფს მივცემ დავალებებს; პირველი ჯგუფი მოამზადებს პრეზენტაციას ,,რომანტიზმი ,როგორცლიტერატურული მიმდინარეობა უცხოურ და ქართულ ლიტერატურაში,მეორე სამუშაო ჯგუფს მიეცემა დავალება მოამზადონ პრეზენტაცია და კედლის გაზეთი ალ.ჭავჭავაძის,როგორც რომანტიზმის მამამთავრის,ქართულ პოეზიაში,ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ,ხოლო მესამე ჯგუფი მოაწყობს პოეზიის საღამოს სახელწოდებით- ,,ვაჰ,დრონი,დრონი“.
სამივე სამუშაო ჯგუფი მონაწილეობას მიიღებს თემასთან დაკავშირებულ წამახალისებელ ვიქტორინასა და ესეების კონკურსში.




10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ისტორია,ისტ,სამოქალაქო განათლება

11.პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი):ხათუნა ახლოური

12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:axlourixatuna@gmail.com

13.პროექტის ვებგვერდი/ბლოგი:akhlourikhatuna1.blogpost.com


No comments:

Post a Comment