Saturday, October 27, 2018

გაკვეთილის გეგმა


გაკვეთილის გეგმა
მასწავლებლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი:   ხათუნა ახლოური
საგანი:   ქართული ენა და ლიტერატურა
სწავლების საფეხური / კლასი:   საშუალო საფეხური,მე -11 კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა:  10 მოსწავლე
გაკვეთილის თემა:  ევროპული ღირებულებები და თერგდალეულთა მსოფლმხედველობა
გაკვეთილის მიზანი:  მოსწავლეები გაეცნობიან თუ რა წვლილი შეიტანა ქართული ისტორიისა და კულტურის განვითარებაში სამოციანელთა მოღვაწეობამ. შეაფასებენ მათ დასავლურ-დემოკრატიულ იდეებსა და მსოფლმხედველობას.დააკავშირებენ  კონკრეტულ ისტორიულ პერიოდს დღევანდელობასთან.
ესგ-სთან შესაბამისობა
მიმართულება: მოსმენა XI.1
მოსწავლეს შეუძლია საჯარო მოხსენების წარმოდგენა კონკრეტული აუდიტორიის წინაშე ,კონკრეტული მიზნით.
მიმართულება:ზეპირმეტყველება XI.1
მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და აუდიტორიის წინაშე წარმოადგინოს სხვადასხვა თვალსაზრისი სადავო ან პრობლემურ საკითხებზე
მიმართულება კითხვა XI.1
მოსწავლეს შეუძლია პრობლემურ ან სადავო საკითხებზე სხვადასხვა თვალსაზრისის შემცველი მხატვრული და არამხატვრული ტექსტების გაგება-გააზრება და მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულებების გამოხატვა



N

აქტივობის აღწერა

გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები

სასწავლო რესურსები

დრო (წთ)
1
საორგანიზაციო საკითხები:
სიის ამოკითხვა,
გაკვეთილის მიზნის გაცნობა,კლასის დაჯგუფება

გასაუბრება
მთელი კლასი

3 წთ
2
წინარე ცოდნის გათვალისწინება.ნასწავლის გახსენება,რა იციან მოსწავლეებმა უძველესი ქართული კულტურისა და ევროპული ღირებულებების შესახებhtt
გონებრივი იერიში
მთელი კლასი
დაფა ,ცარცი,სახელმძღვანელო
5 წთ

ვაჩვეენებ ფილმს ,,5 უძველესი არტეფაქტი საქართველოდან, რომელმაც მსოფლიო შეცვალა https://youtu.be/__kyOlWCZU0

ვიდეოფილმის ჩვენება
მთელი კლასი
პროექტორი,კომპიუტერი
4 წთ
3
ვესაუბრები მე-19 საუკუნის სოციალურ-პოლიტიკური და კულტურული მდგომარეობის ,თერგდალეულთა დემოკრატიული მსოფლმხედველობის შესახებ
მინი ლექცია
მთელი კლასი

8 წთ






4.
ვიზუალური მასალის გამოყენება
სლაიდების,სურათების ჩვენება,ეპოქის გათვალისწინებით
მთელი კლასი
კომპიუტერი,პროექტორი
5 წთ
5.
მასალის ორგანიზება,დამოუკიდებელი ,ჯგუფებში მუშაობა და მოსაზრებების გამოკვეთა
პრეზენტაცია
ჯგუფური მუშაობა
ფლიბჩარტის ფურცლები,კალამი,ფანქრები
15 წთ
6.
მასალის შეჯამება და შეფასება შესაბამისი შეფასების რუბრიკის საშუალებით
ერთობლივი მუშაობა
მასწავლებელი და  კლასი
შესაბამისი შეფასების რუბრიკა
5 წთ


No comments:

Post a Comment